გახარია პროპორციულ არჩევნებზე: იმედი მაქვს, კენჭისყრის დროს თითოეული დეპუტატი გაიზიარებს პასუხისმგებლობას 

პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა აღვნიშნო ხაზგასმით, რომ ჩვენ უკვე დავაფიქსირეთ პოზიცია და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის კეთილი ნება და გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იყო გამოძახილი დემოკრატიული პროცესების ქვეყანაში განვითარების დასაჩქარებლად. აქ არაფერი არ შეცვლილა, ჩვენ ვრჩებით ისევ იმ პოზიციაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ პროპორციული არჩევნები არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელი ნაბიჯი და იმედი მაქვს, რომ თითოეული პარლამენტარი, როდესაც მიიღებს მონაწილეობას ამ კენჭისყრაში, სრულად გაიაზრებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას გააჩნია ქვეყნის, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველას სრულად ექნება გააზრებული”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად