გახარია: პოლიტიკური ხულიგნები გაჩდნენ, მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში

“ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება , ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა.”,-ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გუშინ პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს.

“სამწუხაროდ, ჩვენს პოლიტიკურ პროცესში გაჩნდნენ პოლიტიკური ხულიგნები, რომლებიც სადღაც ხსნარს გააფრქვევენ, შემდეგ ეს რომ გადაფარონ გამოსვლის ენაზე დაიწყებენ საუბარს. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური ხულიგნები, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ რა არის ქუჩის პოლიტიკა და რა არის საპარლამენტო პოლიტიკური პროცესი. მათი ადგილი არის ქუჩის პოლიტიკაში და მე ვფიქრობ დიდი ხანი მოუწევთ ზოგს კარვებში ცხოვრება , ზოგს ქუჩის აქციებში მონაწილეობა. ეს მათი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა ,”-აცხადებს გახარია.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მძაფრი სუნი იგრძნობოდა, რის გამოც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად