გახარია: ფაქტიურად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და გუშინდელ აქციის დაშლაზე კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

“ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება კანონის ფარგლებში არის სრულად დაცული და თქვენ გახსოვთ ყველას, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ეს გამოხატვის თავისუფლება გრძელდებოდა ყველანაირი პრობლემის გარეშე. შემდეგ რამოდენიმე უპასუხისგმებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა ხალხს ბლოკირებისკენ, ჯერ ქუჩების, შემდეგ კი პარლამენტის შენობის, რის შემდეგაც პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტის, პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქიცონირებდა, ფაქტიურად თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს. რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში მთავრობამ და პოლიციამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის რული უფლებაც ჰქონდა. უკანონო ბლოკირების წინააღმდეგ, რაც გააკეთა სახელმწიფომ აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო.

შემდგომში უპასუხიმგებლო პოლიტიკოსების მიერ, მსგავსი ქმედების შემთხვევაში სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში და გააკეთებს იგივეს.

გადაკეტილი ქუჩები გარდა იმისა რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს უქმნის პრობლემას, არის აბსოლუტურად მიუღებელი.

პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად