გახარია “ნაცმოძრაობას”: თქვენ ხართ ქუჩის ოპოზიცია, 2020 წელს ქუჩაში დარჩებით!

ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლემენტში “ნაციონალურ მოძრაობასთან” საუბრისას განაცხადა.

“მე თქვენ დაგასრულებთ. დაგასრულებთ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ქუჩის ოპოზიცია და 2020 წელს თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს გაუსწოროთ თვალი.”,-განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, რაც ხდება, არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე.

„აი, რაც ახლა აქ მოხდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით, ეს ხალხი ვამხილოთ, ყოველდღე სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს, მაშინ როდესაც ძაან კარგად გვახსოვს 20 ივნისი ღამე. აი, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდნენ ეს ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.”,-მიმართა გახარიამ “ნაცმოძრაობას”

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიას დღეს მის მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობა” , ფრაქცია „ევროპული საქართველო“; „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“და „ევროპული საქართველო − რეგიონები“ წევრები მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...