გახარია: “ნაცმოძრაობა” დარბაზიდან გაიქცა, მათმა ფილიალმა კი მიკროფონი ჩაიგდო ხელში

“ნაციონალური მოძრაობა” უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა “ევროპულმა საქართველომ” უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი.”-ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” დღეს ეს არის მეორე შეხვედრა. ფაქტია რომ სხვაობა საერთოდ არ არსებობს. “ნაციონალური მოძრაობა” უბრალოდ გაიქცა დარბაზიდან, მათმა ფილიალმა “ევროპულმა საქართველომ” უბრალოდ ჩაიგდო ხელში მიკროფონი. მათ საერთოდ არ აინტერესებდათ პასუხები. მატი მიზანი იყო ტყუილების დაფიქსირება, როგორც თავიანთ პოზიციის და უბრალოდ, გასაოცარი იყო, როდესაც მიკროფონთან არ მაძლევდნენ პასუხის გაცემის საშუალებას. ეს არის ძალზედ გასაკვირი ფორმატი.

დარღვეულია ყველა სახის ფორმატი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენი მხირდან იყო შეთავაზებული, თუნდაც 20 ივნისის მოვლენებზე გვესაუბრა. ეს მათ არ აინტერსებთ.”,-განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...