გახარია ნადირაშვილს: სად არის აქ დემაგოგია? დემაგოგია მგონი, თქვენს შეკითხვაში იყო

ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის შეკითხვას, იცოდა თუ არა შს მინისტრმა, ვის მფლობელობაში იყო პანკისის ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანია.

“თქვენ მითხარით, რომ ჩემი პასუხი იყო დემაგოგიური, მაგრამ ვიმეორებ, რომ მე იმ უწყების ხელმძღვანელი ვარ, რომლისთვისაც არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და არა აქვს. სად არის აქ დემაგოგია?დემაგოგია მგონი, თქვენს შეკითხვაში იყო. არც მქონდა არანაირი ვალდებულება და არც უნდა დავინტერესებულიყავი, როდესაც მართლწესრიგზე და საქართველოს მოქალაქის უსაფრთხოებაზეა საუბარი.”,-განაცხადა გახარიამ.

“როდესაც პოლიციით და სპეცნაზით შევარდით პანკისში, იცოდით თუ არა, რომ იმ ჰესის მშენებელ კომპანიას მაღალჩინოსანი პარტნიორები ჰყავდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროში და ამ ჰესის მშენებელი კომპანიის პარტნიორია ასევე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი და მასთან ერთად რაჭაში ახორციელებენ პროექტს?”

​ამ შეკითხვით საპარლამენტო ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პლენარულ სხდომაზე მიმართა, რომელიც “მინისტრი საათის” ფორმატში დეპუტატების წინაშე წარდგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...