გახარია: მწერლებთან შეხვედრაზე დავაფიქსირეთ, რომ რატიანის საქმე უმაღლეს დონეზე იქნება გამოძიებული

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანის საქმე უმაღლეს ხარისხზე იქნება გამოძიებული. ამის შესახებ მინისტრმა მწერლებთან და გამომცემლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"რა თქმა უნდა, გაიჟღერა რატიანის ქეისმაც. ეს კონკრეტული შემთხვევა დეტალურ გამოძიებას საჭიროებს, რომ შინაგანი რწმენა ორივე მხარეს იყოს მაქსიმალურად მაღალი საქმის ობიექტურობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ეს ჩვენი მხრიდან იქნება უმაღლეს ხარისხზე გამოძიებული. ვიდეოს გავრცელების მომენტი არასასიამოვნრო იყო. ეს არის სამწუხარო მომენტია, თუმცა ვფიქრობ, რომ მხარეები ამ გამოწვევას გაუძლებს და უპასუხებს", – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად