გახარია: მთავრობის სხდომები ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება

მთავრობის სხდომები ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“დღეს, ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ ჩვენ შევხვდით პარასკევს. თუმცა, მინდა გითხრათ რომ მთავრობის სხდომები ხუთშაბათს, 10:00 საათზე გაიმართება. ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვისაც”,-განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, დღეს გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად