გახარია მის შესაძლო გაპრემიერებაზე: ნიუსებს თქვენ ავრცელებთ, გამაგებინეთ, ეგებ მეც ვიცოდე რაღაცა

“ამ ნიუსებს ავრცელებთ თქვენ. თქვენ მითხარით რამე. გამაგებინეთ, ეგებ მეც ვიდოდე რაღაცა”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ “ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში მის შესაძლო გაპრემიერებასთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ.

გადაცემის თანაწამყვანმა ინგა გრიგოლიამ მას უპასუხა, რომ მისი წყაროები ეუბნებიან ამას.

“გულწრფელად გეუბნებით, რომ რასაც ვაკეთებ დღეს მე მართლა ვთვლი უაღრესად მნიშვნელოვნად. რასაც დღეს ვაკეთებ უაღრესად მნიშვნელოვანია და კიდევ ბევრია გასაკეთებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, ანუ გამორიცხავს? – პასუხობს: “რა თქმა უნდა”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...