გახარია: მე ვიყავი პარლამენტში რამდენიმე ელჩთან ერთად და ვხედავდი ზოგიერთ პოლიტიკოსს, როგორ ლიდერობდა შტურმს

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” 20-21 ივნისის მოვლენებისა და აქციის დაშლის დეტალებზე საუბრისას დასმული შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა.

“ამ ღონისძიების ფარგლებში იყო რამდენიმე მძიმე შემთხვევა, მძიმე ჩვენთვის, სამინისტროსთვის და საპოლიციო სისტემისთვის, უფლებამოსილების გადამეტებისთვის.

ჩემთვისაც მძიმე საყურებელი იყოს, როდესაც დაახლოებით 50 მეტრის დაშორებით სპეცრაზმელი დამიზნებით ცდილობ ვიღაცას მოარტყას.

მე რა ბრძანება გავეცი და მიმდინარეობის პერიოდში რა მოხდა ამას ახლა არ ვიტყვი, ამას გამოძიება დაადგენს.

მე ვიყავი იქ, შიგნით პარლამენტში და ვუყურებდი ამას, უშუალოდ ვხედავდი ამას ყველაფერს და რატომ  ვარ ასე ემოციური და ზოგ შემთხვევაში რატომ არ მესმის ის რასაც თქვენ ბრძანებთ. უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს.  უშუალოდ  ვხედავდი ზემოდან და მარტი კი არ ვიყავი. რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად, და ზოგიერთი კიდევ… არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადგენს, ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას…”- განაცხადა გიორგი გახარიას.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად