გახარია: მე გავაცანი საბჭოს წევრებს უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა, როგორ წარმოგვიდგენია

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა გიორგი გახარიამ, საბჭოს პირველი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“დღეს იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მოგეხსენებათ, რომ ახალი კანონი სულ ახლახანს იყო მიღებული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ.

სამწუხაროდ, საპატიო მიზეზების გამო ვერ გვესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივი წევრი. მივიღეთ დავალებები პრემიერისგან ეს ერთი; მეორე მე გავაცანი საბჭოს წევრებს უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს სტრუქტურა როგორ წარმოგვიდგენია. საბჭო უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

მოგეხსენებათ რომ საბჭო ეს იქნება ძირითადი მაკოორდინირებელი ორგანო ყველა იმ უწყების რომელიც ჩართულია ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და რა თქმა უნდა ეს იქნება სათათბირო ორგანო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს პრემიერის სრული ინფორმირება ქვეყნის უსაფრთხოების თემებთან დაკავშირებით. შემდეგი სხდომა კი ერთი თვის შემდეგ გაიმართება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად