გახარია: მაჩალიკაშვილის საქმეზე მე კომენტარი არასდროს გამიკეთებია და არც გავაკეთებ!

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “პირველებში” პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“მაჩალიკაშვილის საქმეზე მე ვერაფერს გეტყვით. იმიტომ რომ ეს საკმაოდ მძიმე საქმეა და არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო. ეს გადის ჩემი უფლებამოსილების ფარგლებიდან და არ დავივიწყოთ, რომ ეს საქმე ტერორიზმს ეხება. ერთმნიშვნელოვნად ეს უნდა გვახსოვდეს, და ეს ტოლობის ნიშანი დაყენება აქ, არ არის სწორი.

მე არცერთელ მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტარი არ გამოკეთებია, არც გავაკეთებ! არასდროს!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟუნალისტების კითხვაზე, შეგიძლიათ გვითხრათ, რა მოსაზრებით არ გვაპსუხობთ? შს მინისტრმა უპასუხა: არ გეტყვით!

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე თვეა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავს მოთხოვს სახელმწიფოსგან კითხვაზე პასუხს, რატომ მოკლეს სუს-ის ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, მისი შვილი, რომელსაც ტერორისტულ საქმიანობასთან მისი თქმით შეხება არ ჰქონია.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტში სესიაზე, სადაც „მინისტის საათის“ ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოვიდა, განაცხადა: არ მაქვს ეჭვი, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...