გახარია: კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები

"კომისიაზე დაიბარეთ პირები, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები, მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი "-ამის შესახებ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

ხორავას ქუჩზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ კომისიის წევრებს კითხვით მიმართა და სხდომებზე გამოკითხული შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების შესახებ ისაუბრა.

" შეკითხვა მაქვს თქვენთან: კომისიის მუშაობაზე მოახდინა თუ არა გავლენა იმან, რომ საქმის ოფიციალური გამომძიებლებიდან, რომლებიც იყვნენ: ბატონი ფიფია, ბატონი ხუფენია, ბატონი ცაგურია, ბატონი ნათელაშვილი, ბატონი ჟამერაშვილი, თქვენ დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ ადამიანს. ჩამოთვლილი ადამიანები არიან ოფიციალური გამომძიებლები ამ საქმის. თქვენ ამ ადამიანებიდან დაუძახეთ მხოლოდ და მხოლოდ ფიფიას და მოიყვანეთ 2 სხვა გამომძიებელი, რომლებიც სერტიფიცირებულებიც კი არ იყვნენ არასრულწლოვანთა საქმეების გამოძიებაში. ასე თუ გავაგრძელებთ, შესაძლებელია კომისიის შემსწავლელი კომისია დაგვჭირდეს მალე.

ჩემი უწყების ტემპერატურას და მდგომარეობას მე როგორმე შევაფასებ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ თქვენს აზრს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამ კომისიას დაასრულებთ და არა ახლა, ასეთი დისკუსიის რეჟიმში.

საქმეს ჰყავს 5 ოფიციალური გამომძიებელი, ამ ხალხიდან ეძახით მხოლოდ და მხოლოდ ერთს და ეძახით კიდევ 2 ადამიანს, რომლებიც გეუბნებიან მთელი დღის განმავლობაში, რომ მე არასრულწლოვნების საქმესთან დაკავშირებით სერტიფიცირებულიც არ ვარ, გამოძიებაში მონაწილეობაც არ მიმიღია, მხოლოდ და მხოლოდ საკოორდინაციო ფუნქციას ვასრულებდი და ამას არ ისმენდით. ამის შემდგომ სხვებსაც იბარებთ, რომლებიც საერთოდ პროცესშიც არ იყვნენ ჩართულები. მიუხედავად იმისა, რომ სია გამოგიგზავნეთ ძალიან დიდი, თქვენივე თხოვნით. იმ გამომძიებლებს, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ჰქონდათ 30 დღე, რომ ეს უმძიმესი საქმე გამოეძიებინათ," – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...