გახარია: კითხვის ნიშნებთან, რომელიც დემოკრატიზაციის პროცესებთან დაკავშირებით არსებობს, კომფორტულად ვგრძნობთ თავს

“დემოკრატიზაციის პროცესებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „კენ ვოლკერის“ სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერი საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესებშია. ამ პროცესებში არავის ჩვენთვითონ ეჭვი არ გვეპარება. კითხვის ნიშნები რაც არსებობს ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ რომ საქართველოში გამოხატვის თვისუფლებიდან, მედია პრულარიზმიდან ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას ვერაფერი და არაფერი არ დაემუქრება, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების ფასი და სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად