გახარია კიბერთავდასხმაზე: მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს საქართველოს შეეფერება

ამის შესახებ, პრემიერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან რუსეთის მხრიდან საქართველოში ოქტომბერში მომხდარ კიბერშეტევაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩავთვალოთ რომ კიბერ შეტევასთნ დაკავშირებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, ჩავატარეთ გამოძიება და ეს პროცესი გრძელდება. დავამთავრეთ ამაზე საუბარი.

ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის ვართ აქ, ვიდრე კიბერ შეტევა. ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი ჰიბრიდული ძალის გამოყენებით. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად. კიბერ სივრცე არ არის მხოლოდ საქართველოსთის რისკების შემცველი-გლობალური გამოწვევაა. ამ გამოწვევაში შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა გვქონდეს და ისე მოვიქცეთ. წყნარად, მშვიდად, ყველაფერი იქნება ისე, როგორც დასავლური ოჯახის ღირსეულ წევრს საქართველოს თავის პარტნიორებთან ერთად შეეფერება”-ამბობს გახარია.

ცნობისთვის, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა კიბერშეტევა განახორციელა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად