გახარია: “ხორავას ქუჩის საქმეზე” მართლმსაჯულების სისტემამ სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს, რაც შეიძლება სწრაფად

ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

“უნდა გაითვალისწინოთ ერთი რამ, ეს იყო არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაული. ამ საქმის გამოძიებას აქვს თავისი შეზღუდვები და ეს იყო ძალზედ რთული საქმე გამოსაძიებლად. ასეთი საქმეები შეიძლება გამოძიებაში იყოს წლობით.

რა თქმა უნდა ეს არავისთვის გამამართლებელი არ არის, თუმცა ის განაჩენი რომელიც დღეს აპელაციაში დადგა, ჩვენ გამოყოფილი საქმის ფარგლებში გვაძლევს საშუალებას თავიდან წავიკითხოთ ყველა გარემოება ამ საქმის იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მოსამართლეების ის პოზიცია რომელიც ამ გადაწყვეტილების განმარტებით ნაწილში იქნება  მიღებული.

ჩვენ დაველოდებით, ყურადღებით წავიკითხავთ და რა თქმა უნდა ვიმოქმედებთ ძალიან სწრაფად, იმიტომ რომ ყველას გვესმის რომ მართლმსაჯულების სისტემამ ამ საკითხზე სამართლიანი განაჩენი უნდა დააყენოს  რაც შეილება მალე“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის გ. ჯ.-ს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად