გახარია: ხორავას ქუჩის მკვლელობაზე შექმნილ საგამოძიებო კომისიისგან ცოტათი მეტს მოველოდი

ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებს რამდენიმე საათიანი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა. 

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და მოქალაქეებს ვუთხრა, რომ გამოძიება გრძელდება და ჩვენ ერთმნიშვნელივნად ვამბობთ, რომ ამ საქმის ფარგლებში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ საპარალამენტო რესპუბლიკაში და საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა ჩვენთვის არის კრიტიკულად მნიშვნელივანი. სწორედ ამიტომ ვართ დღეს აქ , ამიტომ გავეცით ყველა კითხვაზე პასუხი, რომლიც იყო და ამას გავაგრძელებთ. რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნა იმის დასადგენად, გამოძიების პროცესში  რაიმე სახის ხარვეზები თუ იყო. 

ეს არის კომისიის ფუნქცია და ჩვენ დღეს კომისიას ოფიციალურად ვუთხარით : თუ კომისია გამოავლენს ისეთ ხარვეზებს, რომლებსაც მიზეზ-შედეგობრივი ზეგავლენა ჰქონდა საბოლოო ამ საქმესთან დაკავშირებულ შედეგზე. ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც ჩამოთვალეს, კომისიას არ აქვს დადგენილი პირდაპირ კავშირში არის თუ არა საბოლოო შედეგთან. თუ კომისია, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია, რაც მუშაობს, დაადგენს, რომ ასეთი კავშირი იყო , ეს იქნება ჩვენთვის მთავარი.

ჩვენ ველოდებით კომისიის დასკვნას. ცოტათი უფრო მეტს მოველოდი”-განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...