გახარია: კახი კალაძე ძლიერი მენეჯერი და ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია

ასე უაპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მედიის კითხვას, არის თუ არა დაწყებული სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურში დაწყებული გამოძიება და აგროვებს თუ არა მმართველი გუნდი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატებს.

გიორგი გახარიას თქმით, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არის ქვეყანაში მაღალრეიტინგული პოლიტიკოს და ძლიერი მენეჯერი.

“ჭორაობთ?! კახი კალაძე არის ჩვენი გუნდის, “ქართული ოცნების” ყველაზე ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ძლიერი მენეჯერი, თბილისის საუკეთესო მერი, წარმატებული მერი, რომელიც უამრავ ღირსშესანიშნავ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს დღეს ქალაქში,ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პოლიტიკოსია ამ ქვეყანაში. და ყველაფერი რასაც თქვენ ამბობთ, ეს არის კომენტარის გულისთვის მოყვანილი კითხვები” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად