გახარია: ივანიშვილი გვეთანხმება, რომ ლეგიტიმური და პროპორციული ძალა იყო გამოყენებული

“შემდეგ მქონდა დიახ”, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა კითხვაზე ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან. 

“შეხედეთ, ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პარტიის თავმჯდომარე. მე მქონდა ჩემი პოზიციის გამოხატვა და გამოვხატე. იზიარებს გარკვეულ ნაწილში ჩემს პოზიციას, გარკვეულ ნაწილში არ იზიარებს. თუმცა, ჩვენი პასუხისმგებლობა გარდა პარტიულისა არის კანონმდებლობა და კონსტიტუცია. თუმცა, იმ ნაწილში, რომ ეს იყო ლეგიტიმური და პროპორციული ძალის გამოყენება, ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვეთანხმება, თუმცა კონკრეტულ ეპიზოდებში იყო გარკვეული გადაცდომები, რაც მკაცრად არის გამოსაძიებელი”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, მისი ბრძანებებისა და მოქმედებების საქმის კურსში არ იყო? – პასუხობს, რომ “არა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...