გახარია ირაკლი აბესაძეს: გადასახადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და რამე წაიკითხეთ

ეკონომიკა არის ზუსტი მეცნიერება და საგადასახადო ტვირთი ითვლება პირდაპირი გადასახდელების მიხედვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ირაკლი აბესაძის მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში არ ითვლება.

„თქვენ, შეგიძლიათ, ამას რაღაც მიამატოთ, რაღაც გამოაკლოთ, ბატონი აბესაძე ითვლის ხოლმე ამას ოდიოზურად. საშემოსავლო გადასახადი და დღგ პირდაპირი გადასახადები არ არის და საგადასახადო ტვირთში ის არ ითვლება. პირდაპირი გადასახადებით, ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის – მსოფლიო ბანკის რეიტინგით, საქართველო არის მე-3 ადგილზე და წადით, რაღაც სხვა რამე წაიკითხეთ, ისწავლეთ“, – მიმართა პრემიერმა ოპოზიციას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად