გახარია: ინფლაცია გამოწვევაა ჩვენი ეკონომიკისთვის, ეროვნულ ბანკს აქვს მანდატი, რომელშიც უნდა იმოქმედოს

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, სასტუმრო „ბილტმორში“, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით, 8.5%-მდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

„ეროვნული ბანკი თავის მანდატში ახორციელებს გარკვეულ ღონისძიებებს, უბრალოდ მე ეს თქვენგან გავიგე.. რა თქმა უნდა, ფაქტია და ეს არის მაკროეკონომიკის ლოგიკა, რომ უახლოეს, დაახლოებით 6 თვეში, ბანკი შეაფასებს ეკონომიკურ ზრდას.

თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის, და ეროვნულ ბანკს აქვს თავის მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს.

ჩვენი პოზიცია, როგორც მთავრობის, არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად