გახარია გიორგი შაქარაშვილის საქმეზე: უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ზოგიერთები ცდილობენ ადამიანის ტრაგედია პოლიტიკური კონიუქტურისთვის გამოიყენონ.

“სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიებს ხშირ შემთხვევაში ზოგიერთები ცდილობენ, რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ.
ეს თემა დავხურეთ, ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, რომ უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არც ერთი კითხვის ნიშანი.

ბოლო კითხვა, რაც შეიძლება იყოს, შეიძლება დაუსაბუთებელიც, მაგრამ ბოლო მოქალაქესაც რომ ჰქონდეს კითხვა, ამ კითხვაზეც კი სასწრაფოდ უნდა იყოს პასუხები გაცემული. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს. ჩვენ ჩვენი გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება. უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ შეკითხვას საზოგადოების მხრიდან, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ. ეს არის მათი ვალდებულება და მოვალეობა და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ვინაიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დასრულებული არ არის და შესაბამისად, უცნობია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები ყველა შესაძლო ვერსიაზე. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ, შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება. 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრებს ავრცელებს

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად