გახარია: ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, 15 წუთის განმავლობაში პარლამენტზე შტურმი მიმდინარეობდა

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“აქციის დარბევა სამართლებრივადაც არ გამოიყენება. ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია. ეს აქცია 10 საათის შემდეგ გახდა ჩვეულებრივი სისტემური ორგანიზებული შტურმი პარლამენტის შენობის აღებით. ეს მაყურებელმა მათ შორის თქვენი ტელევიზიის საშუალებითაც ნახა.

ის, რასაც მელია აკეთებდა და ამას საუბრობს, ზუსტად იგივე დროს დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში სულ სხვა ფლანგებიდან პირიდაპირი შტურმი მიმდინარეობდა პარლამენტის შენობაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...