გახარია, ერდოღანსა და ალიევთან ერთად, თურქეთში TANAP-ის ინაუგურაციაში მიიღებს მონაწილეობას

ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, 30 ნოემბერს, თურქეთში, ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენის (TANAP) პროექტის ინაუგურაციის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ცერემონია ედირნეს პროვინციაში გაიმართება” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად