გახარია: დღეს, განვიხილავთ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს “რეაბილიტაციის და გაკოტრების” შესახებ

“დარწმუნებული ვარ ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი”-ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

” დღეს ჩვენ განვიხილავთ ძალზედ მნიშვნელოვან ახალ კანონპროექტს, ეს გახლავთ რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ კანონპროექტი, რომელზეც დეტალურად იმუშავა იუსტიციის სამინისტრომ, ეკონომიკის სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტრომ. ეს არის ძალზედ ხანგრძლივი შრომის შედეგი. დარწმუნებული ვარ ეს იქნება საერთაშორისო დონეზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კანონპროექტი და ეს მოუტანს დიდ სარგებელს ქართულ ეკონომიკას.

ჩვენ ვგრძნობდით, როგორ უჭირდა კომპანიებს, რომლებიც ხვდებოდნენ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში. ეს არის კანონი რომელიც კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას აირიდონ გაკოტრების ეტაპი და რეაბილიტაციის ეტაპზე შეძლონ გაჯანსაღება”-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად