გახარია “დავით გარეჯის” საკითხზე: მეგობრებს ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს

„გუშინ გვქონდა ვიზიტი ბაქოში და არ იყო შემთხვევითი, როდესაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პირველი ვიზიტი ჩაგვეტარებინა სწორედ აზერბაიჯანში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა გაცდა არა მხოლოდ ორმხრივ განზომილებას, არამედ რეგიონალურსაც და მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონტექსტი შეიძინა. ყველს კარგად მოგეხსენებათ და გვესმის რომ ეს თანამშრომლობა უნდა იყოს ეფექტური და შედეგიანი და გამომდინარეობდეს ჩვენი ქვეყნების ინტერესებიდან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“განსაკუთრებით დღეს იმ მოვლენების ფონზე, რომელიც ხდება რეგიონში უაღრესად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ეფექტური თანამშრომლობა სიმშვიდის, უსაფრთხოები და სტაბილურობის გარანტირების მიზნით.
ასევე, მოგეხსენებათ ყველას რომ ჩვენს თანამშრომლობას აქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური განზომილება, აზერბაიჯანი და საქართველო ნდობით აღჭურვილი ძლიერი ეკონომიკური პარტნიორები არიან. ასევე მოგეხსენებათ, რომ ენერგო მატარებლის, ტრანსპორტის და სხვა განზომილებებში ჩვენი თანამშრომლობა, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.
გარდა ამისა, ჩვენ განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორიც არის ვაჭრობა, ტრანსპორტი, ურთიერთ ინვესტიციები. ასევე, დავგეგმეთ კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა ბოლო ათი წლის განმავლობაში არ შემდგარა და პირველი ნაბიჯი იქნება ნოემბრის მეორე ნახევარში – კომისია შედგება, რაც უნდა გახდეს ფუნდამენტი და ეფექტური ინსტრუმენტი ჩვენი ურთიერთობების დახვეწის და ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაზრდის.

რა თქმა უნდა ჩვენ გვერდს ვერ აუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს როგორიც არის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც არ არის დადგენილი. ეს არის ჩვენ პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობა და 25 წელია ეს პრობლემა ვერ მოგვარდა.
ბატონმა პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს, რასაც შემიძლია სრულდ დავეთანხმო, რამეთუ მეგობრებს და პარტნიორებს ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებ. სწორედ ამ საფუძველზე, ამ ფუნდამენტზე ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე და როგორც შედეგი შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის სამონასტრო კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსენება და შესაბამისად ჩვენ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად უნდა გვქონდეს სერიოზულ პროგრესი.
ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების გათვალისწინებით, ისტორიული მემკვიდრეობის და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით. ეს არის ჩვენი მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად