გახარია: დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ქალაქებში ვხედავთ, არის უბრალოდ, მიუღებელი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ამის მიუხედავად, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ღონისძიებების გამკაცრებით მინიმალური ზიანი მიადგეს ქვეყნის ეკონომიკას.

“ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები და რამდენიმე ვიზიტი რეგიონებში ცხადყოფენ, რომ სამწუხაროდ, ყველა ჩვენს მოქალაქეს არა აქვთ ბოლომდე გათვითცნობიერებული სიმძიმე მდგომარეობის და ის რისკები, რომელიც შეიძლება არსებობდეს თითოეული ჩვენი მოქალაქის წინაშე, რომელიც დღეს გადაადგილდება თბილისის, ან რომელიმე სხვა ქალაქის ქუჩებში. თითოეული მოქალაქე, რომელიც ეწეევა ყოველდღიურ საქმიანობას, ვერც წარმოუდგენია რამდენად მაღალი რისკის შემცველი შეიძლება იყოს მისი ყოველდღიური ცხოვრების წესის გაგრძელება ისე, როგორც იყო ადრე.
ამის მიუხეადავად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ღონისძიებების გამკაცრებით შევეცადოთ, მინიმალური ზიანი მივაყენოთ ჩვენ ეკონომიკას, რადგან გვესმის, რომ ჩვენ ამ გმოწვევასაც გავუძლებთ, აქეადანაც გამარჯვებულები გამოვალთ. ჩვენი ეკონომიკა უნდა შევინარჩუნოთ”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად