გახარია: ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური

“ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური”.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს.

„მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, არის მნიშვნელოვანი და მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა მზადაა იმიისთვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს“,- განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად