გახარია: ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არის დაფიქსირებული, კონსტიტუციით გამყარებული

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ, საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, ყველა ფორმატში, ყველა სახის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს.

„ჩვენი ევროატლანტიკური ორიენტაცია არის დაფიქსირებული, გამყარებული კონსტიტუციით, საკონსტიტუციო ჩანაწერით. საერთოდ სხვა ყველაფერი ამის მიღმა რაც აქ ხდება ეს არის ჩვეულებრივი სპეკულირება, ამიტომ ეს საერთოდ გადავდოთ. ჯერ შევეხები უვიზო რეჟიმს – რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უვიზო რეჟიმის მიღწევა შევინარჩუნოთ. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. აქ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ და ბევრს გავაკეთებთ კიდევ. უვიზო რეჟიმი არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც, ბიზნესაქტივობებს ან ტურისტულ მიმოსვლებს, ეს არის კულტურული ფილტრაციის საშუალება, რომელსაც პირველ რიგში ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე ნაწილი ძალზედ მნიშვნელოვანია, ეს არის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა, რაზეც ყოველდღიურად, კონცენტრირებულად უნდა ვიმუშაოთ და მაქსიმალურად ბევრი. ეს ის ფუნდამენტია, რაზეც უნდა დავაშენოთ, ფიქრის დაწყება განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით და პარალელურად ორმხრივ რეჟიმში წინასწარ, რომ ჩვენი პარტნიორებიც არ გავაკვირვოთ, მათი მომზადება. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, ის პრაქტიკული ნაბიჯები რაც არის გადასადგმელი და რითიც უნდა იყოს გამსჭვალული ჩვენი ყოველდღიური სამუშაო განრიგი. ნატოს მიმართულებით 2008 წლის განაცხადი არის ის გზამკვლევი, რასაც ჩვენ მივყვებით. ყველა ფორმატში, ყველა სახის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს და გაძლიერდეს, ისევე როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან სხვადასხვა ყველა სფეროში, ეკონომიკური, სამხედრო, უსაფრთხოება, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა და კიდევ ბევრი რამ. ჩვენ უკვე იმდენს ვლაპარაკობთ და ვუმტკიცებთ ვიღაცას, რომ ჩვენი საგარეო ორიენტაცია და მიმართულება არის ეს, რომ მე ვფიქრობ, რომ რაც უფრო მეტ ძალას, ენერგიას და დროს მოვახმართ კონკრეტულ ნაბიჯებს, შედეგიც უფრო სწრაფად დადგება. ეს არის და ეს. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი აქედან არის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა, რამაც უბრალოდ უნდა შექმნას საფუძველი ქართული სხვადასხვა საზოგადოების ბუნებრივი ინტეგრაციის- ბიზნეს, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული თუ ა.შ. რომ ეს ინტეგრაცია უნდა მოხდეს ბუნებრივად. ამიტომ საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური თავსებადობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...