გახარია: ბევრჯერ მითქვამს ოპონენტებისთვის, ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკურატორი აიღეთ, ან ელემენტარულ მათემატიკას მიყევით

როდესაც ვაი ექსპერტები, თავის თავში რომ ვერ გარკვეულან, ცდილობენ, თან ეპიდემიოლოგიური რჩევა მოგვცენ და თან ეს რჩევა პოლიტიკურად დააკონვერტირონ არჩევნების წინ,  სრულიად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, საწოლფონდებისთვის 48 მილიონის გამოყოფასთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანაში საწოლ ფონდების დეფიციტი არ არსებობს და 5000 საწოლი ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში ახალ წლამდე რეზერვი ჰქონდეს.

„ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, ერთი საწოლი, ჯდება დაახლოებით 80 000 დოლარიდან 120 000 დოლარამდე. არ ვგულისხმობ რეანიმაციას. ქვეყანაში რომ 5 000 საწოლი ადგილი შეიქმნას, ამას სჭირდება ნახევარი მილიარდი დოლარი. ადამიანები რაღაცას რომ ლაპარაკობენ, ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის – ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ ან ელემენტარულ არითმეტიკას მიჰყევით“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად