გახარია ატოცის მოვლენებზე: მთელი დღე ვართ გორში. ნუ ღელავთ. წყნარად, მშვიდად!

“დღეს მთელი დღე ვართ გორში. კიდევ შევხვდებით. გავერკვევით და გპასუხებთ. ნუ ღელავთ. წყნარად, მშვიდად!”.

ასეთი პასუხი გასცა ჟურნალისტებს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ, ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებულ შეკითხვაზე, რომელსაც ამ წუთებში რუსი ოკუპანტები ახორციელებენ.

აღნიშნულ საკითხზე  “მთავარი” არხის ჟურნალისტის მიერ დასმულმა კითხვამ პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გააღიზიანა: “პანიკას ნუ ტეხავთ, წყნარად, მშვიდად! პასუხისმგებლობით მოეკიდეთ ასეთ საკითხებს, რა არის ეს!” -მიმართა გახარიამ “მთავარი არხის” ჟურნალისტს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად