გახარია: არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს

“გახარია: არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს” – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ გუნდის დაკომპლექტების პრინციპზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ადამიანები უნდა აკმაყოფილებდნენ ღირსების, კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს.

„ხვალ და ზეგ, რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანიაში უნდა შევიდეთ, მაგრამ რამდენიმე ძირითადი პრინციპია, რომელსაც უნდა მივყვეთ. პირველი – რა თქმა უნდა, ღირსება არ უნდა დაგვავიწყდეს. ახლა რაც ხდება, იმისთვის რომ ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ  საკრებულოში ადგილები და მერი გაიყვანოს, საერთოდ დავიწყებულია სინდისი, ღირსება – საერთოდ ყველაფერი. მეორე – კეთილსინდისიერი ხალხი, მხოლოდ და მხოლოდ კეთილსინდისიერი ხალხი. და მესამე – პროფესიონალიზმი. არც კეთილსინდისიერება არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანი პროფესიონალი არაა და არც მისი პროფესიონალიზმი არ გვჭირდება, თუ კეთილსინდისიერებასთან პრობლემები აქვს. მაგრამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აი უღირსობა არის ყველაზე მძიმე დანაშაული.“- ამბობს გახარია.

კომენტარები
იტვირთება...