გახარია: არ მეგულება გუნდში ისეთი ადამიანი, რომელიც კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე იმსჯელებდა

“ვიღაცები აცხადებენ, რომ ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები შეიძლება პოლიტიკური შეთანხმების საგანი იყოს. ჩემი აზრით, ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება ასეთ განხილვაში შესულიყო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

მისივე თქმით, კონკრეტული სასამართლო პროცესები უკვე დასრულებულია, ქვეყნის დამოუკიდებელმა ინსტიტუტებმა გადაწყვეტილებები მიიღეს და ამის შემდეგ ვიღაც ამბობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება შეიძლება პოლიტიკურ პროცესზე ზემოქმედების საგანი გახდეს.

„ჩემთვის ეს უბრალოდ შეუძლებელია. ვერც წარმომიდგენია ადამიანი, რომელსაც შეეძლო თავის თავზე მსგავსი პასუხისმგებლობის აღება და ამ საკითხის განხილვაში შესულიყო. ვიღაცები აცხადებენ, რომ პოლიტიკური შეთანხმების საგანი შეიძლება იყოს ქვეყნის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები. ვთვლი, რომ ეს უბრალოდ შეუძლებელია და მე არ მეგულება გუნდში არც ერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება ასეთ განხილვაში შესულიყო. საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის და პოლიტიკური სპექტრის უდიდესი მიღწევა, რომლის ნებისმიერი მიზეზით კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არის კატეგორიულად მიუღებელი“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ: ოპოზიცია და ხელისუფლება 8 მარტს 2020 წლის არჩევნების 120/30-ზე მოდელით ჩატარებაზე შეთანხმდა. შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად