გახარია: არგადადგომის მოტივი იყო პრინციპი, მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ

აქ მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი.”,- ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ საშემოდგომო სესიაზე განაცხადა.

” თანამდებობა არის მხოლოდ გამომწვევა და პასუხისმგებლობა. არ გადადგომის ძირითადი მოტივი იყო პრინციპი. როდესაც ვამბობ რომ ეს იყო პარლამენტზე შტურმი ორგანიზებული, პოლიტიკური ძალების მიერ, მასობრივი შეტევა პოლიციაზე, რაც ყველამ ნახა.

დავანებოთ, პოლიციის მხრიდან გადაცდომებს. მე ამ თემას დავუბრუნდები. აბსოლუტურად გააზრებულად, კეთილსინდისიერს ვინც ამ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა მადლობას ვუხდი და კიდევ მოვუხდი მადლობას. მათ სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალდობრივი სტატუს კვოს ცვლილებისგან.

ამ დროს გადადგომით, ვიღაცას დავუდასტურებდი რომ მე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ. ვგრძნობ პასუხისმგებლობას თითოეულ დამნაშავეზე, თოთოეულ მათგანზე ვინც დაკარგა თვალი. ასეთი 2 ადამიანი გვყავს.”,-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...