გახარია: ამ წუთას ჩემი წასვლა, ჩემთვის პასუხისმგებლობიდან გაქცევაა და არა პასუხიმგებლობის აღება

ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა, ყველაზე მარტივია. თუმცა, ამასთან ერთად წასვლა ამ მომენტში, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით ამას, ეს არის ჩემთვის პასუხისმგებლობიდან გაქცევა, არა პასუხიმგებლობის აღება, არამედ პასუხისმგებლობიდან გაქცევა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...