გახარია: აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, იყოს ხიდი ცივილიზაციებს შორის

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, სასტუმრო „ბილტმორში“, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ეს ფორუმი საქართველოს აძლევს საშუალებას, შეასრულოს მისი ისტორიული როლი, იყოს ხიდი ყველაზე დიდ ცივილიზაციებს შორის სამყაროში, ეს ერთი და მეორე, ეს ფორუმი გვაძლევს საშუალებას, ჩვენს პარტნიორებს მსოდლფიოს ყველა მხრიდან, მივცეთ საშუალება, ჩვენი ქვეყანა დავანახოთ სხვანაირად, უკვე ორიენტირებული უფრო მომავალზე, რა საინვესტიციო საშუალებები არის, როგორც ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ტურიზმის, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის სხვადასხვა დარგების განვითარების და ეს არის ძირითადი პრაქტიკული შემადგენელი იმ ფორუმის, რომელსაც ჩვენ დღეს დასავსრულებთ.“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად