გახარია: 300-400 კაცი გაიშალა ქალაქში და მოქალაქეებს არბევდნენ და მათი ლოკალიზება გახდა აუცილებელი

ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“მიუხედავად რამდენიმე გაფრთხილებისა, ასევე აუცილებლობა გაჩნდა წყლის ჭურვის გამოყენებისა. შემდეგ რამდენიმე მსხვილი ჯგუფი უბრალოდ გაიშალა ქალაქში. ეს იყო რუსთაველის გამზირი, გმირთა მოედანი და მელიქიშვილი. გამთენიამდე ეს ხალხი, მე არ ვამბობ ყველაზე, მაგრამ დაახლოებით 300-400 ადამიანი, რომლებთანაც პირდაპირ კომუნიკაციაში იყო მათ შორის ნიკანორ მელიაც.

დილის 5-დან 6 საათამდე გმირთა მოედანზე ეს ხალხი ახალგაღვიძებულ მოქალაქეებს პირდაპირ რისკს უქმნიდნენ, არბევდნენ და ეს იყო ჩვეულებრივი შეტევები, როგორც მოქალაქეზე, ასევე ქონებაზე და ასევე პოლიციაზე. ეს კადრები მთელმა ქვეყანამ ნახა. რაღაც მომენტში გახდა აუცილებელი ამ ჯგუფების ლოკალიზება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...