გახარია: 20 ივნისის მოვლენებზე ივანიშვილის ინფორმირება მეორე დღეს მოხდა, დამირეკა და ავხსენი რა მოხდა იმ ღამეს

გიორგი გახარია გენერალურ პროკურატურაში გამოიკითხა. გამოკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მათ შორის მან პასუხი გასცა იმაზეც, როდის მოხდა პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

“20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინფორმირება მეორე დღეს მოხდა.

არა, იმ დღეს არ მომხდარა. მე არ დავკავშირებივარ, მეორე დღეს თვითონ დამირეკა, მკითხა რა მოხდაო და მე ავხსენი რა მოხდა იმ ღამეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...