გაირკვა ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე მაიამის მასტერსზე

მაიამის ATP1000 სერიის ტურნირის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გაირკვა.

18 წლის კანადელმა ფელიქს აუგერ ალიასიმემ (N57) მეთექსმეტედფინალში პოლონელ ჰუბერტ ჰურკაჩს (N54) სძლია და მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება.

ფელიქს აუგერ-ალიასიმე შარშან მარტში, მაიამის მასტერსის წინ ATP რეიტინგში 311 ქულით 182-ე ადგილზე იყო, წლის ბოლოს მან 527 ქულით 108-ე ადგილზე გადაინაცვლა, წელს მაიამი მასტერსის წინ. გამოქვეყნებულ რეიტინგში კი 876 ქულით 57-ე ადგილზე იყო.

ამავე პერიოდში ნიკოლოზ ბასილაშვილს ასეთი შედეგები ჰქინდა: მარტში 640 ქულა და 89-ე ადგილი, წლის ბოლოს – 1795 ქულა და 21-ე ადგილი, მაიმი-2019–ს დაწყების წინ – 1865 ქუკლა და მე-19 ადგილი

წელს ფელიქს აუგერ-ალიასიმეს რეიტინგში დაწინაურება მის მიერ რიოში ATP500 სერიის ტურნირის ფინალში გასვლით მოპოვებულმა 360-მა ქულამ და ნაწილობრივ, ინდიან უელსის მეთექვსმეტედფინალში გაღწევის შედეგად მოპოვებულმა ქულებმა განაპირობა. სხვა ტურნირებზე ის საწყის ეტაპებზე გამოეთიშა ბრძოლას.

ფელიქს აუგერ-ალიასიმემ 2019 წელს ინდიან უელსში ბერძენი სტეფანოს ციციპასი, ხოლო მაიამიში უნგრელი მარტონ ფუქსოვიჩი დაამარცხა, ჩოგბურთელები, რომლებმაც წელს თავის მხრივ, ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხეს, თუმცა მანამდე, ავსტრალიის ღია პირველობაზე ამერიკელი თავად დამარცხდა ამერიკელ კრისტოფერ ეუბენკსთან, ჩოგბურთელთან, რომელმაც ავსტრალიაში ნიკოლოზ ბასილაშვილან შეხვედრაში იწვნია მარცხი.

მერვედფინალში გამარჯვებულის მეტოქე მეოთხედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს (N13) და ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს (N33) შორის გამარჯვებული იქნება.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...