გაიოზ კანდელაკის 70 წლის იუბილე “ბიგ-ბენდის” კონცერტით აღინიშნება

4 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისის „ბიგ-ბენდის“ დამაარსებელს, ღირსების ორდენის ორგზის კავალერს  გაიოზ კანდელაკს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კულტურის სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს „ხელოვნების ქურუმს“ გადასცემს. 

გაიოზ კანდელაკის  70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ივენთ ჰოლში „ბიგ-ბენდის“ სოლისტები – მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, გიორგი სუხიტაშვილი, ალეკო ბერძენიშვილი, ბორის ბედია, თაკო გაჩეჩილაძე და ზაურ შავგულიძე კონცერტს გამართავენ. შესრულდება უცხოური და ქართული ჰიტები. 

გაიოზ კანდელაკი 1945 წელს დაიბადა; დაამთავრა მოსკოვის კულტურის ინსტიტუტი; არის ღირსების ორდენის ორგზის კავალერი, აგრეთვე, საქართველოში პირველი ჯაზკლუბის დამაარსებელი.  სხვადასხვა წლებში იყო მარჯანიშვილის თეატრის, მეტეხის თეატრის, ''მელოდიის'', ფილარმონიისა  და კინომსახიობთა თეატრის დირექტორი. 1996 წელს დააარსა თბილისის ბიგ-ბენდი და დღემდე მისი პროდიუსერია.

გაიოზ კანდელაკის ძალისხმევით 1978  წელს საბჭოთა კავშირში პირველი ჯაზ-ფესტივალი სწორედ თბილისში გაიმართა. მოგვიანებით, პირველი როკ-ფესტივალის ორგანიზატორიც გაიოზ კანდელაკი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად