გაგამარუმ გაიმარჯვა, ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა (ვიდეო)

დღეს იაპონიაში ნაგოა ბაშოზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა

ჯურიო დივიზიონში დასავლეთის ჯურიო N2 თეიმურაზ ჯუღელი დასავლეთის ჯურიო N1-ს, მონღოლ აზუმარიუს შეხვდა. მონღოლმა ვერ შეძლო გაგამარუს მძლავრი მიწოლისთვის რამის დაპირისპირება და სწრაფად აღმოჩნდა დოჰიოს მიღმა. გაგამარუს ბალანსი გაუთანაბრდა 1-1.

მაკუჩი დივიზიონში ოძეკი ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას შოდაის შეხვდა. შოდაიმ ლევანს წამით დაასწრო ინიციატივის ხელში აღება, მან ვეღარ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

მასალა მომზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად