გაგამარუმ გაიმარჯვა, ტოჩინოშინი კვლავ დამარცხდა (ვიდეო)

დღეს იაპონიაში ნაგოა ბაშოზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა.

ჯურიო დივიზიონში დასავლეთის ჯურიო N2 თეიმურაზ ჯუღელი დასავლეთის ჯურიო N1-ს, მონღოლ აზუმარიუს შეხვდა. მონღოლმა ვერ შეძლო გაგამარუს მძლავრი მიწოლისთვის რამის დაპირისპირება და სწრაფად აღმოჩნდა დოჰიოს მიღმა. გაგამარუს ბალანსი გაუთანაბრდა 1-1.

მაკუჩი დივიზიონში ოძეკი ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირას შოდაის შეხვდა. შოდაიმ ლევანს წამით დაასწრო ინიციატივის ხელში აღება, მან ვეღარ შეძლო მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...