გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს განაგრძობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში, ზამთრის სეზონზე დამსვენებლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა.

კომპანიის ტექნიკურ ჯგუფს სამუშაოების ჩატარება რთულ მეტეოროლოგიურ და რელიეფურ პირობებში რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდა.

სამუშაოები ითვალისწინებდა წყლის სათავე ნაგებობებისა და 2 კმ-მდე მონაკვეთზე დაზიანებული ქსელის ახალი სისტემებით ჩანაცვლებას.
სამუშაოების შედეგად შემცირდა წყლის დანაკარგი და გაიზარდა დებიტი. ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად