გაეროში აცხადებენ, რომ მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო

ნაკლებად სავარაუდოა სცენარი, რომელშიც სამყარო შეძლებს დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, როგორშიც პანდემიამდე იყო. ეს მოსაზრება პარასკევს, ჟენევაში გაერო-ს შტაბის უფროსმა ტატიანა ვალოვაიამ გამოთქვა.

“არავის სჯერა, რომ პანდემიის შემდეგ სამყარო დაუბრუნდება თავის წინა მდგომარეობას. ეს უკვე არარეალურია. საინტერესო ის არის, რა იქნება ახალი? იქნება მეტი ნაციონალიზმი და თვითდაჯერებულობა ეკონომიკურ და სოციალურ სიტუაციებში, თუ იქნება უფრო მეტი თანამშრომლობა და ინტეგრაცია?” – აცხადებს იგი.

მისი აზრით, აირჩევა ინტეგრაციის სცენარი. “ისტორია გვასწავლის, რომ გამოწვევების შემდეგ, კაცობრიობამ ყოველთვის მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგალითად, გაერო-ს და ევროპული ეკონომიკური საზოგადოების შექმნა. ისტორია ადასტურებს, რომ თუ არსებობს საერთო მტერი, ხალხი თანახმაა გაერთიანდეს”, – განმარტა მან.

დიპლომატის თქმით, პანდემიის დაწყებამდეც კი აშკარა იყო, რომ სამყარო ტრანსფორმაციის რეჟიმში იმყოფებოდა. “ეს არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი დონის ტრანსფორმაცია, ეს არის ცვლილებები, რომლებიც ხდება რამდენიმე საუკუნეში. სამყარო ახლა ამ ტრანსფორმაციულ ეპოქაშია. პანდემიამ, ერთის მხრივ, დააჩქარა ეს გარდამავალი ეტაპი, მეორეს მხრივ, მან ხაზი გაუსვა ახალ გამოწვევებს”, – თქვა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად