გაეროს ცნობით, ავღანეთში, 6 თვის განმავლობაში, თითქმის 1,6 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ავღანეთში საომარი მოქმედებების გააქტიურების შედეგად, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 1600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3 254 სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა. იუწყება ქაბულში გაეროს სადამკვირვებლო მისიით გაგზავნილი დანაყოფი.

“2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში დაშავებული მშვიდობიანი მოსახლეობის რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, მათ შორის მკვლელობებისა და დაზიანებების მკვეთრი ზრდა მაისიდან ფიქსირდება. ამ დროს დაიწყო საერთაშორისო ჯარების გაყვანა, და თალიბები შეტევაზე გადავიდნენ. – რამაც გამოიწვია საომარი მოქმედებების გააქტიურება”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

კომენტარები
იტვირთება...