გაეროს კომიტეტმა შეიარაღების კონტროლის თაობაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა

გაეროს კომიტეტმა შეიარაღების კონტროლის თაობაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა, რომლის ინიციატორი რუსეთის ფედერაცია იყო. ინფორმაციას სააგენტო “ინტერფაქსი” ავრცელებს.

დოკუმენტს მხარი 174-მა ქვეყანამ დაუჭირა, მათ შორის ამერიკამ, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა ხუთი ქვეყანამ – კოლუმბიამ, საქართველომ, პალაუმ, სუდანმა და უკრაინამ.

დოკუმენტის ავტორია: რუსეთი, ჩინეთი, სირია, ბელარუსი, ანგოლა, ბოლივია, ბურუნდი, ვენესუელა, კამბოჯა, კუბა, ნიკარაგუა.

“დოკუმენტი გულისხმობს მოწოდებას, გააგრძელონ ძალისხმევა იარაღის კონტროლის, განიარაღებისა საკითხებში, ასევე ხელშეკრულებების გაძლიერების მიზნით”,-ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ეს გლობალური სტაბილურობის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანი საკითხია.

რეზოლუციაის თანახმად, გაეროს გენერალურ მდივანს მოუწოდებენ, “გააგრძელოს დახმარების გაწევა, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს იარაღის კონტროლის, განიარაღების საკითხებში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად