გაეროს გენმდივნის მრჩეველი: გჯერათ, რომ აფრიკის ქვეყნებში 1-2 შემთხვევაა?! სადაც ტესტირება კეთდება, რიცხვებიც უფრო ჩანს

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველთან” ინტერვიუში საუბრობს:

“დასავლურ ქვეყნებში არის ძალიან ძლიერი ჯანდაცვის სისტემა, ახლა მე საფრნაგეთიდან, სახლიდან გელაპარაკებით და საფრანგეთში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემაა. მაგრამ, ჩვენ ვლაპარაკობთ ქვეყნების მომზადებაზე. აქ საუბარია არა რიცხვებზე, არამედ ადამიანის სიცოცხლეზე. თუ როგორ აკეთებს ესა თუ ის ქვეყანა გათვლას. გადახედეთ რუკას, გადახედეთ აფრიკის ქვეყნებს, სადაც დაინახავთ 1-2 შემთხვევას. თქვენ გჯერათ, რომ ერთი და ორი COVID-პაციენტია?! რა თქმა უნდა, არა! იმიტომ, რომ იქ ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არ არის.

სადაც მომზადებულია ჯანდაცვის სისტემა და კეთდება ტესტირება, იქ რიცხვები უფრო ჩანს. იქ გამოვლენა არის უფრო მაღალი. სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი, იქ მაჩვენებელიც არის დაბალი, იმიტომ რომ იქ აღრიცხვა ვერ ხდება”, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად