გაეროს გენმდივნის მრჩეველი: ბევრმა ქვეყანამ გლობალური პანდემია სერიოზულად არ მიიღო

ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველთან” ინტერვიუში საუბრობს:

“მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემა დღეს იმაზე უკეთესია, ვიდრე ეს იყო 100 წლის წინ, როდესაც ბოლო გლობალური პანდემია იყო. უფრო განვითარდა მედიციანა, ჰოსპიტალური სექტორები და ა. შ. ისიც გამოჩნდა, რომ სხვადასხვა ქვეყნები სხვადასხვანაირად შეხვდა. სამხრეთ კორეა, სინგაპური, ჰონკონგი, კანადა ძალიან მომზადებულები შეხვდნენ. ეს გვაჩვენებს, რომ ბევრმა ქვეყანამ გლობალური პანდემია სერიოზულად არ მიიღო. იყო ბევრი კვლევა არაერთი ორგანიზაციის ჩართულობით, რომ პანდემია იქნება და ზოგი მოემზადა, ზოგი კი არა”, – თქვა გიორგი ფხაკაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად