გაეროს გენმდივანი საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია

გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებულია,-ამის შესახებ განცხადება გაეროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

"გაეროს გენერალური მდივანი იღებს რა მხედველობაში სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. ის გამოხატავს შეშფოთებას იმ ქმედებების გამო, რომლებიც შეიძლება ნეგატიურად აისახოს ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე და კეთილდღეობაზე. გენერალური მდივანი მხარეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც პროვოკაციული და რომლებსაც რეგიონში სტაბილურობის დარღვევა შეუძლიათ",-ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის განცხადებაში.
 
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. საპასუხოდ, საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. ომის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ოკუპირებული ტერიტორიების მავთულხლართებით შემოღობვა დაიწყეს. პროცესი 2012 წლიდან გააქტიურდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.
კომენტარები
იტვირთება...