გაეროს გენერალური მდივანი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაუცველ ქვეყანას ასახელებს

28 მაისს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა კორონავირუსის პანდემიისგან განსაკუთრებით დაუცველ ქვეყნად იემენი დაასახელა და მისთვის სასწრაფო ფინანსური დახმარების გაწევის აუცილებლობაზე ისაუბრა.

იემენზე უფრო დაუცველი ქვეყანა არ არსებობს. ადენში გვაქვს COVID19-ით სიკვდილიანობის მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონე. 17 % მათგან, ვისაც ეს ავადმყოფობა აქვს, იღუპება. სიტუაცია აბსოლუტურად ტრაგიკულია. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სრულ სოლიდარობას გამოიჩენს იემენელი ხალხის მიმართ და სრულად დააფინანსებს იმ განაცხადს, რომელსაც ჩვენ მალე წარვადგენთ, – განაცხადა ანტონიუ გუტერეშმა.

ცნობისთვის: არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე იემენი გაეროს მიერ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნად ჰყავს აღიარებული. მიჩნეულია, რომ იემენის 28,5 მლნ მოსახლეობის 85% ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

დღემდე იემენში 283 კაცს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება. მათგან გარდაცვლილია 65 კაცი ანუ 23%. კორონავირუსისგან განკურნებულია 11 კაცი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად